სოციალური პროექტი
სოციალური პროექტის ავტორი
|
მარინე გოგოლაძე
|
||
რაიონი/სოფელი
|
ბორჯომი, სოფელი რველი
|
||
სკოლა
|
სსიპ ბორჯომს მუნიციპალიტეტის სოფელ რველის საჯარო
სკოლა
|
||
პროექტის დასახელება
|
ოჯახი და ტრადიცია
|
||
საფეხური/კლასი
|
IV
|
||
პროექტის განხორციელების დრო
|
2 კვირა
17 სექტემბერი-1ოქტომბერი
|
||
აზროვნების ზედა დონის
უნარები:
|
დამოუკიდებლობა, შემოქმედებითი და
კრიტიკული აზროვნება, თანამშრომლობა, დაგეგმვა, კვლევა, ანალიზი,
პრეზენტაციის უნარ-ჩვევების გამომუშავება;
|
||
პროექტის აქტუალობა:
|
მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო განათლების
ახალი საგნის „მე და საზოგადოების“ მიმართულებით განიხილება ეს თემა „ოჯახური
ტრადიცია“, ინტერესი იმდენად დიდი იყო, საჭიროდ ჩავთვალე დაწყებითი ჯგუფის
ბავშვებთან მემუშავა ამ თემის ირგვლივ უფრო ამომწურავად და ვრცლად. ეს ხელს
შეუწყობს ინტერ კულტურული განათლების ამაღლებას, მოსწავლეთა შორის
ემპათიას.
|
||
პროექტის მდგრადობა:
|
პროექტის მდგრადობა გარანტირებულია, რადგან ამით
მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება-ჩამოყალიბება ხდება და იგი ასევე
საინტერესო, სახალისო და ინოვაციური სწავლების სტილია, ამ დროს მოსწავლეები
ეცნობიან ერთმანეთის ოჯახის წევრებს. სახალისო, საინტერესო ეპიზოდებს სხვათა
ოჯახის წევრების, ტრადიციების შესახებ.
|
||
პროექტის საფუძვლები
|
|
||
საგნობრივი სტანდარტები
|
წიგნიერება ეწოდება ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების ერთობლიობას, რომლებიც შესაძლებელს ხდის ენის ეფექტურ გამოყენებას სწავლისა და კომუნიკაციის მიზნით როგორც სასკოლო, ასევე საზოგადოებრივ საქმიანობაში. მოიცავს კითხვის, მოსმენის, ზეპირი მეტყველების და წერის უნარებს; აგრეთვე ენის სიმბოლოების ამოცნობა-გამოყენების უნარს, ისევე, როგორც ზეპირი, ვიზუალური, ნაბეჭდი, თუ ციფრული ტექსტების გააზრებისა და ინტერპრეტაციის უნარ-ჩვევებს.
საზ. მეც. დაწყ. (I). 7. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა პროფესიის/ოჯახური საქმიანობის მნიშვნელობისა და
საჭიროების გაცნობიერება;
|
||
შეკითხვები
|
რა
პასუხისმგებლობები მაქვს ჩემი ოჯახის წინაშე?
რატომ და
როგორ უნდა დავაფასოთ ოჯახის ყველა წევრის (დედის, მამის, ბაბუის და ბებიის)
შრომა?
რატომ და
როგორ უნდა მოვიხმაროთ რესურსები (მაგ.: წყალი, ელექტროენერგია) გონივრულად
(ეკონომიურად) ოჯახში?
|
||
ცნებები
|
ოჯახი,
ჩემი საკუთრება, ოჯახის საკუთრება, დაზოგვა, პროფესია.
|
||
ის.ტექნ.დაწყ.3.მოსწავლემუნდა შეძლოს სხვადასხვა
სახის ციფრული საშუალების შერჩევადა გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში
|
მოსწავლე:
Ø იყენებს ისტ-ს კვლევის პროცესში იდეებისა და
ინფორმაციის ორგანიზებისას;
Ø ინფორმაციის სხვადასხვა ფორმატის მქონე საცავებში
ძიებისას, შეარჩევს და იყენებს შესაბამის ციფრულ საშუალებებს;
Ø ინფორმაციის ძიებისას ეფექტიანად იყენებს
გავრცელებულ საძიებო სისტემებს. შეუძლია საძიებო სიტყვების, ფრაზებისა და მათი
კომბინაციების ადეკვატურად შერჩევა და გამოყენება;
მოპოვებული
ინფორმაციის სანდოობისთვის იყენებს რამდენიმე წყაროს, მსჯელობს თითოეული
მათგანის სანდოობაზე.
|
||
პროექტის მისაღწევი მიზნები/შედეგები
|
Ø კრიტიკული აზროვნების განვითარება;
Ø დასახული ამოცანების გადაჭრის გზების ძიების
უნარი;
Ø მოსწავლეებში გუნდური მუშაობის, თანამშრომლობისა
და კომუნიკაბელურობის უნარების განვითარება.
Ø მოსწავლეებს ეცოდინებათ ოჯახური ტრადიციების
პატივისცემა;
Ø ძველი და თანამედროვე ტრადიციების კლასიფიკაცია;
Ø შეძლებენ დამოუკიდებლად გადმოსცენ და ისაუბრონ
საკუთარ ოჯახზე;
Ø ისაუბრებენ „ერთი ფოტოს ისტორია“-ზე;
Ø ჩამოუყალიბდებათ სოციალურ-კულტურული ,
მოქალაქეობრივი და უსაფრთხოების ცნობიერება;
Ø ასაკის შესაბამისად ჩამოუყალიბდებათ ეთიკისა და ზნეობრივი
ღირებულებები;
|
||
თემის შინაარსი
|
აღნიშნული სოციალური პროექტის განხორციელების
პროცესში მოხდა მოსწავლეების გამოკითხვა და მუშაობა კითხვარზე, რომელიც შეიცავს
ოჯახის წევრების და მათ მიერ დამკვიდრებული ტრადიციების შესახებ.
პროექტის პირველ ეტაპზე ჩავატარე თემის ზოგადი
მიმოხილვა. რადგან პროექტზე მომუშავე ჯგუფები დაწყებითი კლასების მოსწავლეები
არიან, მათ პირველად წარვუდგინე საპრეზენტაციო მასალა, აღნიშნული თემატიკით,
ხაზი გავუსვი პრეზენტაციის მანერას, სტილს, აუდიტორიასთან კონტაქტს,
პრეზენტაციის თემას.
მოსწავლეებმა მეორე ეტაპზე წარმოადგინეს კითხვარი
შედგენილი, რომელზეც იმუშავეს ოჯახის წევრებთან ერთად - უფროსკლასელები
ეხმარებოდნენ უმცროს კლასელებს ტექსტის აკრეფაში. კითხვარი ძირითადად ივსება
ოჯახის წევრების მიერ, რომელიც ინფორმაციული და შემეცნებითი ხასიათისაა.
დაამზადეს შესაბამისი ბუკლეტი.
მესამე ეტაპზე მოსწავლეები კლასების მიხედვით
ემზადებიან პრეზენტაციისათვი. გამოიყენეს ე. წ. „პოსტერული სესია“ და მოაწყვეს
კვირეული, სადაც თითოეული დღე ეთმობოდა თითო კლასს, მოეწყო ფოტოსტენდი.
|
||
ღონისძიებები და დაგეგმილი საქმიანობები
|
|
||
პროექტის განხორციელების რისკები და შესაძლო ხარვეზები
|
▪ ტექნოლოგიური პრობლემა (ელექტრონერგიის
ან ინტერნეტ მომსახურების გათიშვა).
საჭიროები შემთხვევაში გამოვიყენებთ გენერატორს.
▪ მოწავლეთა მხრიდან გაცდენა ავადმყოფობის ან
სხვა მიზეზით.
დავუკავშირდები ტელეფონით
ან სოციალური ქსელის მეშვეობით.
|
||
შეფასების მოკლე მონახაზი
|
პროექტის მსვლელობისას გამოვიყენებ
განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტს-დაკვირვებას და სახალისო ტესტირებას
დახურული შეკითხვებით. საჭიროების შემთხვევაში მოვახდენ ჩარევას,
რათა სწორად წარიმართოს პროცესი. პროექტის დასასრულს მოსწავლეები
შეავსებენ შეფასების კითხვარს, სადაც ისინი შეაფასებენ პროექტის მნიშვნელობას.
|
||
სხვა საკითხები
|
|
||
წინარე ცოდნა
|
მოსწავლეებს შეუძლიათ თანამშრომლობა და იციან
გუნდური მუშაობის პრინციპები, მათ შეუძლიათ კომპიუტერთან მუშაობა.
|
||
დიფერენცირებული სწავლება
|
მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები: მივცემ ნებას იყოს ლიდერი, შემომთავაზოს იდეები.
სპეციალური საჭიროებები: მივცემ დამატებით დროს და მითითებებს,
გავითვალისწინებ მის უნარებს ჯგუფებად დაყოფის დროს.
|
||
სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები
|
დაფა, ცარცი, თაბახის ფურცლები, მაგნიტური დაფა, მარკერი, პროექტორი,საჩვენებული ჯოხი,
ბუკები, დავალების
ბარათები,
ფერადი წებოვანი ფურცლები, ღიმილაკები.
|
||
ინტერნეტრესურსი
|
https://4motivi.com/20-%E1%83%9D%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%93%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1
|
Комментариев нет:
Отправить комментарий