пятница, 18 октября 2019 г.


საკლუბო მუშაობა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

სსიპ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ რველის საჯარო სკოლაში
2019-2020 სასწავლო წლის პირველ სემესტრში  ფუნქციონირებას იწყებს ნორჩ მკითხველთა კლუბი
,,მზის სხივი“ მე–4კლასელი მოსწავლეებისთვის. კლუბი იმუშავებს კვირაში ერთხელ და დაეთმობა ერთი საგაკვეთილო საათი.
კლუბში ბავშვები სიამოვნებით მოისმენენ და წაიკითხავენ სხვადასხვა ტიპის ქართულ და მსოფიოლიტერატურას და ხალისით შეასრულებენ სასწავლო, ინტერაქტიურ აქტივობებს,რომლებიც ხელსშეუწყობს გააზრებული კითხვის უნარ–ჩვევების გამომუშავებასა და თვალსაწიერის გაფართოებას,მოსწავლის აქტიურ მკითხველად ჩამოყალიბებას. კლუბში შედგენილია სპეციალური პროგრამა ბავშვების ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით.
მსურველებმა  შეავსეთ შესაბამისი განაცხადის ფორმა.
გელოდებით ბევრი სიახლით.ვიმედოვნებ, ერთად საინტერესო და თავგადასავლებით სავსე დღებს გავატარებთ.
კლუბის კურატორი მასწავლებელი: მარინე გოგოლაძე




სსიპ სსიპ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ რველის  საჯარო სკოლის
IV კლასში არსებულ ნორჩ მკითხველთა კლუბ ,,მზის სხივში
                                    გაწევრიანების მსურველთა განაცხადის ფორმა

სახელი, გვარი .........................................................................................................................
სკოლა/კლასი ........................................................................................................................
ჩემი ინტერესები ....................................................................................................................
რატომ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი სასკოლო ნორჩ მკითხველთა კლუბში მუშაობა, რას მოველი ამსაქმიანობისაგან ? ...............................................................................................................................................
სურვილი მაქვს გავხდე კლუბის წევრი . გთხოვთ, ჩამრიცხოთ ნორჩ მკითხველთა კლუბ ,,მზის სხივში“.
თარიღი : .................................................................................................................................



კლუბის სახელწოდება : ,,მზის სხივი
კლუბის სლოგანი: „სწავლა გონების საზრდოა და ჭკუის წარმატებაო".

 კლუბის ემბლემა:



 




                   ნორჩ მკითხველთა კლუბ ,,მზის სხივის“ წესდება
მუხლი 1. დებულებით რეგულირებული ურთიერთობები
წინამდებარე დებულება განსაზღვრავს მკითხველთა კლუბ ,,მზი სხივის“ძირითად პრინციპებს, საქმიანობის მიმართულებებს, კლუბის ხელმძღვანელის, წევრის უფლება-მოვალეობებს.
მუხლი2. მკითხველთა კლუბის მიზნები და ამოცანები
მკითხველთა კლუბის მთავარი მიზნებია:
1.მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება.
2.მშობლიურ და მსოფლიო ლიტერატურასთან ზიარება.
3.კულტურათაშორისი კავშირების ძიება,კულტურათა დიალოგი.
4. კითხვისა და კრიტიკული აზროვნების, განსჯისა და წვდომის უნარ-ჩვევის გამომუშავება.
5.მოსწავლეთა აქტიურ მკითხველად ჩამოყალიბება
6.ზეპირმეტყველების ,აზრის გამოხატვის უნარ-ჩვევების, მოსმენის კულტურის,სოციალური კომუნიკაციის უნარების განვითარება.
7.ინფორმაციისა და საკუთარი აზრის წერილობითი გადმოცემის უნარის განვითარება.
8.ინდივიდუალური შემოქმედებითი უნარის გამოვლენა- განვითარება.
მუხლი 3. მკითხველთა კლუბის ფუნქციები:
1. მოსწავლეთა მიერ ნაირგვარი წერილობითი ტექსტის წაკითხვა. მათში მოცემული ინფორმაციის გაგება ,გააზრება და გამოყენება.
2.სხვადასხვა აქტივობის დაგაგმვა-განხორცელება, შეხვედრების, წაკითხული ლიტერატურის განხილვების ორგანიზება.
3. ლიტერატურის სწავლისა და მასთან დაკავშირებულ პროექტებში მონაწილეობის წახალისება.
მუხლი 4. მკითხველთა კლუბის წევრობა
1.მკითხველთა კლუბის წევრი შეიძლება გახდეს მოსწავლე,(მათ შორის სხვა საჯარო ,თუ კერძო სკოლის) რომელიც გამოთქვამს გაწევრიანების სურვილს.
2. წევრობა არის ნებაყოფლობითი და მკითხველთა კლუბის წევრი იმავდროულად შეიძლება იყოს სხვა კლუბის წევრიც.
მკითხველთა კლუბის წევრს უფლება აქვს:
ა) მონაწილეობდეს მკითველთა კლუბის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში
ბ) ისარგებლოს მკითხველთა კლუბის ყველა რესურსით.
მკითხველთა კლუბის ხელმძღვანელობა
მკითხველთა კლუბს ხელმძღვანელობს პედაგოგი, დაწყებითი საფეხურის კათედრის ერთ-ერთი წევრი, რომელიც გამოხატავს ინიციატივას, მზადყოფნას საკლუბო მუშაობის წარმართვისა და წარმოადგენს განაცხადსა და სამოქმედო გეგმას.
ხელმძღვანელი მიმართულებას აძლევს და წარმართავს საკლუბო მუშაობას.
ზრუნავს მკითხველთა კლუბის საქმიანობისა და ეფექტური მუშაობისათვის.
კლუბის სამუშაო პერიოდი
ა) კლუბის სამუშაო პერიოდი ემთხვევა სასწავლო პირველ  სემესტრებს 
ბ) კლუბი იკრიბება კვირაში ერთხელ
გ) კლუბი მუშაობას იწყებს საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ

კლუბის კურატორი: მარინე გოგოლაძე
კლუბმა დაიწყო მუშაობა. პირველ შეხვედრაზე მსურველებმა შეავსეს განაცხადის ფორმა. მოსწავლეებს გავაცანი კლუბის შექმნის მიზანი და სამუშაო გეგმა. 


ნორჩ მკითხველთა კლუბ ,,მზის სხივის”
სამუშაო გეგმა
მასწავლებელი: მარინე გოგოლაძე
კომპონენტები
ინსტრუქცია
1
სასწავლო საგნის სახელწოდება
ნორჩ მკითხველთა კლუბი ,,მზის სხივი“
2
სწავლების საფეხური
დაწყებითი
3
 კლასი
IVკლასი
4
სასწავლო საგნის საათების ხანგრძლივობა
I სემესტრი
5
სასწავლო საგნის სტატუსი
არჩევითი
6
მასწავლებელი
მარინე გოგოლაძე
7
სასწავლო კურსის ზოგადი აღწერა
კითხვის გაკვეთილები
8



9
სასწავლო კურსის მიზნები


სასწავლო კურსის ამოცანები
წიგნიერების დონის ამაღლება .მოსწავლის აქტიურ მკითხველად ჩამოყალიბება.



კითხვის უნარის განვითარება წიგნიერების საფუძველია.ნაირგვარი წერილობითი ტექსტის წაკითხვის,მათში მოცემული ინფორმაციის გაგების, გააზრებისა და გამოყენების უნარ–ჩვევების გამომუშავება. მეტყველების, აზრის გამოხატვის უნარ–ჩვევების, მოსმენის კულტურის,სოციალური კომუნიკაციისუნარების განვითარება. ინფორმაციისა და საკუთარი აზრის წერილობით ჩამოყალიბებისა და გადმოცემის უნარ–ჩვევების განვითარება.
10
საგნისმ მნიშვნელობა
ეს მიმართულება ემსახურება მშობლიურ და მსოფლიო ლიტერატურასთან ზიარებას.
11
საგნის შესწავლის აუცილებელი საბაზისო კომპეტენციები
მეტყველების, კითხვისა და წერის საწყისი უნარ–ჩვევები.
12
სასწავლო დისციპლინის ფორმატი (სწავლების მეთოდი)
გაკვეთილი, ,პრეზენტაცია .
13
სწავლების შედეგი
მოსწავლე შეძლებს მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება. 
მოსწავლე შეძლებს წერილობითი კოდის გაშიფვრას მოსწავლე შეძლებს მასწავლებლის მიერ წაკითხულ მხატვრულ ტექსტებში ინფორმაციის მოძიებას,მონაკვეთების წაკითხვას და გაგებას.
მოსწავლე შეძლებს  მოსმენილი/წაკითხული ტექსტის ან ტექსტების ცალკეული ფრაგმენტის გარდაქმნას აზრობრივ ნახატად.
მოსწავლე შეძლებს  კითხვის მარტივი სტრატეგიების გამოყენებას
მოსწავლე შეძლებს აქტიური ლექსიკისა და ძირითადი ენობრივი ფორმების მეტყველებაში გამოყენებას.
მოსწავლე შეძლებს  მარტივი ტექსტის არსებითი ენობრივ –გრამატიკული ნიშნების ამოცნობას.
მოსწავლე შეძლებს  მცირე მოცულობის ტექსტების დამოუკიდებლად შედგენას ნაცნობი ლექსიკის გამოყენებით.
 მოსწავლე შეძლებს  ძირითადი გრამატიკული ელემენტების გამოყენებას
 მოსწავლე შეძლებს  ნაწერის გასწორების მარტივი ხერხების გამოყენებას.
14
სასწავლო კურსის შეფასება
სიტყვიერი ,განმავითარებელი.
15
რესურსები
კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა. ფერადი ფანქრები , ფერადი ფურცლები, კომპიუტერი , პროექტორი, მარკერი, დაფა, თაბახის ფურცლები,წებოვანი ფურცლები.


განსახორციელებელი აქტივობების თანმიმდევრობა და  შეხვედრების განრიგი
#
გაკვეთილის თემა
სტანდარტი ( ესგ_ით გათვალისწინებული ქართულ ენასა და ლიტერატურაში)
რიცხვი
საათის რაოდენობა
რესურსი
1
ვაჟა ფშაველა- ,,ფესვები''; ,,ჩხიკვთა ქორწილი'
ქართ.დაწყ.(I)2;3;4;5;7;8;9;10;
02.10.
2019წ
1 სთ
წიგნი, მარკერი დაფა,თაბახის ფურცლები
2
ეზოპეს იგავ –არაკი ,, ქოსა და ბუზი“
ქართ.დაწყ.(I)2;3;4;5;7;8;9;10;
09.10
1სთ
წიგნი,ფერადი ფანქრები , თაბახის ფურცლები.მარკერი ,დაფა
3
ჯანი როდარის ,,ჯელსომინოს თვგდასავალი“
ქართ.დაწყ.(I)2;3;4;5;7;8;9;10;
16.10
1სთ
წიგნი,ფერადი ფანქრები, წებოვანი ფურცლები, თაბახის ფურცლები
4
ნოდარ დუმბაძის მოთხრობებიდან_ ამორჩევით კითხვა
ქართ.დაწყ.(I)2;3;4;5;7;8;9;10;
23.10
1სთ
წიგნი,ფერადი ფანქრები ,თაბახის ფურცლები
5
ჯანი როდარის,,კარაქის კაცუნები“
ქართ.დაწყ.(I)2;3;4;5;7;8;9;10;13;14;15
30.10
სთ
წიგნი,კალამი, ფერადი ფანქრები , თაბახის ფურცლები.
6
ჯანი როდარის ,,მსუნაგეთის სამეფო“
ქართ.დაწყ.(I)2;3;4;5;7;8;9;10;
06.11
1სთ
წიგნი,ფერადი ფანქრები ,ფურცლები
7
ჯანი როდარის ,,ზარების ომი“
ქართ.დაწყ.(I)2;3;4;5;7;8;9;10;
13.11
1სთ
წიგნი,ფერადი ფანქრები ,ფურცლები
8
რევაზ ინანიშვილი,,საკვირველი ამბავი ტყეში“
ქართ.დაწყ.(I)2;3;4;5;7;8;9;10;
20.11
1სთ
წიგნი,ფერადი ფანქრები ,ფურცლები
10
რუდოლფ რასპე ,,ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი“
ქართ.დაწყ.(I)2;3;4;5;7;8;9;10;
27.11
1სთ
წიგნი,ფერადი ფანქრები ,ფურცლები


понедельник, 7 октября 2019 г.


სოციალური პროექტი,,ჩვენ და გარემო"
სოციალური  პროექტის ავტორი
მარინე გოგოლაძე
რაიონი/სოფელი
ბორჯომი, სოფელი რველი
სკოლა
სსიპ ბორჯომს მუნიციპალიტეტის სოფელ რველის საჯარო სკოლა
პროექტის დასახელება
გარემო და ჩვენ
საფეხური/კლასი
IV
პროექტის განხორციელების დრო
1თვე
3 ოქტომბერი- 4 ნოემბერი
აზროვნების ზედა დონის უნარები:  
 დამოუკიდებლობა, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება, თანამშრომლობა, დაგეგმვა,  კვლევა, ანალიზი, პრეზენტაციის უნარ-ჩვევების გამომუშავება;

პროექტის აქტუალობა:
ბუნებრივმა კარასტროფებმა, გლობალურმა დათბობის საფრთხემ და ტექნოლოგიურმა წინსვლამ ჩვენ ეკოლოგიური საფრთხის წინაშე დაგვაყენა.   საჭიროა წინა პლანზე წამოვწიოთ ადამიანის მიერ გამოწვეული ზიანის შეზღუდვა და გარემოზე ზემოქმედება . სასმელი წყალი, ტყე, სამშენებლო ქვები ადამიანისთვის და სხვა ცოცხალი ორგანიზმებისთვის მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსებია. ზოგიერთი ბუნებრივი რესურსი (მაგ., სასარგებლო წიაღისეული, ტყე) დედამიწაზე ამოწურვადია, ამიტომ აუცილებელია მათი დაზოგვა და გაფრთხილება.

პროექტის მდგრადობა:
პროექტის მდგრადობა გარანტირებულია, რადგან ამით მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება-ჩამოყალიბება ხდება.მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას გარემოს დაბინძურების შესახებ. თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია მას ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის; მოაწყობენ ნახატების გამოფენას გარემოს დაცვის შესახებ.

პროექტის საფუძვლები

საგნობრივი სტანდარტები

      ბუნ.II.7. მოსწავლემ უნდა შეძლოს ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებული ბუნებრივი რესურსების დასახელება და მათ                                                                                                                                 მნ                    მნიშვნელობაზე მსჯელობა.
   
                  შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • ჩამოთვლის ბუნებრივ რესურსებს, რომლებსაც იყენებს ყოველდღიურ ცხოვრებაში (მაგ., წყალი, შეშა, ბუნებრივი
 აირი) და ლაპარაკობს მათ მნიშვნელობაზე;
  • მოიძიებს ინფორმაციას, თუ როგორ მოიპოვებენ ადამიანები ლოკალურ გარემოში არსებულ ბუნებრივ რესურსებს
 (მაგ., სასმელი წყალი, ხე-ტყე, სამშენებლო ქვები);
  • ვარაუდობს, რა შეიძლება მოხდეს ბუნებრივი რესურსების ამოწურვის შემთხვევაში;
  • უზიარებს თანაკლასელებს საკუთარ გამოცდილებას, თუ როგორ იცავს ან/და ზოგავს ბუნებრივ რესურსებს;
  • მსჯელობს, რა შედეგი შეიძლება გამოიწვიოს მდინარის/ტყის საყოფაცხოვრებო და სხვა ტიპის ნარჩენებით დაბინძურებამ.


                           სარეკომენდაციო აქტივობები:
          მასწავლებელი
  • სთხოვს მოსწავლეებს, მოიყვანონ ყოველდღიურ ცხოვრებაში წყლის გამოყენების მაგალითები;
  • სთხოვს მოსწავლეებს, იმსჯელონ, თუ როგორ შეუძლიათ  რესურსების დაზოგვა სკოლაში და სახლში
(მაგ. გამორთონ შუქი, როდესაც ის არ არის საჭირო);
  • სთხოვს მოსწავლეებს, იმსჯელონ, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ზოგიერთი ბუნებრივი რესურსის მარაგის
 ამოწურვას (მაგ., ხე-ტყის გაჩეხვის შედეგად ცხოველები დაკარგავენ თავშესაფარს, გარემო გახდება ულამაზო,
 ჰაერი აღარ იქნება სუფთა). სთხოვს, გამოთქვან მოსაზრება ამ შედეგის თავიდან აცილების გზებზე
 (მაგ., ტყის მუდმივი განახლება, ხეების დარგვა);
  • სთხოვს მოსწავლეებს, იმსჯელონ წყლის მნიშვნელობაზე მცენარეებისა და ცხოველებისათვის (წყალი - როგორც სასიცოცხლო მოთხოვნილება, გადაადგილების ან თესლის გავრცელების საშუალება და სხვ.);
  • აჩვენებს მოსწავლეებს ვიდეოს, სადაც ასახულია, რა გზას გაივლის წყალი წყალსატევიდან ონკანამდე; ახატვინებს მარტივ სქემას;
  • გაიყვანს მოსწავლეებს დაბინძურებულ ბუნებრივ გარემოში ან აჩვენებს დაბინძურებული გარემოს ამსახველ
 მასალებს (ფოტოს, ვიდეოს), სთხოვს, იმსჯელონ დაბინძურების შესაძლო შედეგებზე.

ცნებები
გარემო, ზრუნვა, რესურსი, ხე-ტყე, ნარჩენები,დაზოგვა, პროფესია.

ის.ტექნ.დაწყ.3.მოსწავლემუნდა შეძლოს სხვადასხვა
სახის ციფრული საშუალების შერჩევადა გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში

მოსწავლე:
Ø  იყენებს ისტ-ს კვლევის პროცესში იდეებისა და ინფორმაციის ორგანიზებისას;
Ø  ინფორმაციის სხვადასხვა ფორმატის მქონე საცავებში ძიებისას, შეარჩევს და იყენებს შესაბამის ციფრულ საშუალებებს;
Ø  ინფორმაციის ძიებისას ეფექტიანად იყენებს გავრცელებულ საძიებო სისტემებს. შეუძლია საძიებო სიტყვების, ფრაზებისა და მათი კომბინაციების ადეკვატურად შერჩევა და გამოყენება;
მოპოვებული ინფორმაციის სანდოობისთვის იყენებს რამდენიმე წყაროს, მსჯელობს თითოეული მათგანის სანდოობაზე.

პროექტის მისაღწევი მიზნები/შედეგები
Ø  კრიტიკული აზროვნების განვითარება;
Ø  დასახული ამოცანების გადაჭრის გზების ძიების უნარი;
Ø  მოსწავლეებში გუნდური მუშაობის, თანამშრომლობისა და კომუნიკაბელურობის უნარების განვითარება.
Ø  მოსწავლეებს ეცოდინებათ გარემოს და ადამიანის ურთიერთდამოკიდებულება.
Ø  მოუწოდებენ ირგვლიმყოფებს რეურსების დაზოგვისკენ.
Ø  შეძლებენ დამოუკიდებლად გადმოსცენ და ისაუბრონ საკუთარი ქვეყნის, ქალაქის, თემის გარემოს მდგომარეობაზე;
Ø 
Ø  ჩამოუყალიბდებათ სოციალურ-კულტურული , მოქალაქეობრივი და უსაფრთხოების ცნობიერება;
Ø  ასაკის შესაბამისად ჩამოუყალიბდებათ ეთიკისა და ზნეობრივი ღირებულებები;
თემის შინაარსი

მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას გარემოს დაბინძურების შესახებ. თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია მას ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის; მოაწყობენ ნახატების გამოფენას გარემოს დაცვის შესახებ. დაამზადებენ ფლაერებს დაბუკლეტებს და დაარიგებენ.


ღონისძიებები და დაგეგმილი საქმიანობები
1 მომზადება - პროექტის თემისა და მიზნების განსაზღვრა, კლასის დაყოფა ჯგუფებად.
2.      დაგეგმვა - მასწავლებლის კონსულტაცია, ინფორმაციის  მოძიებისა და ანალიზის განსაზღვრა.
3.      კვლევა - საჭირო ინფორმაციის შეგროვება და (ინფორმაციის გაცხრილვა) ,  კითხვარი ,,ჩვენი გარემო", სადაც მოახდინეს ანკეტური გამოკითხვა ოჯახის წევრების, მათი პროფესიების და შრომის, მათ დამოკიდებულებას გარემოზე და მის რესურსების შესახებ.  ჩანახატების პრეზენტაცია თემაზე „გარემო და ჩვენ“, კვლევა: „როგორ გავუფრთხილდეთ ბუნებრივ რესურსებს“    დისკუსია თემაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი, შეუცვლელი და ფასდაუდებელია სუფთა დამოწესრიგებული გარემო.
4. დავასუფთავებთ სკოლის ეზოს და მიმდებარე ტერიტორიას.

5.      დასკვნები - დასკვნების ფორმულირება, დაბინძურებული ადგილის დასუფთავება, ბუკლეტების დამზადებ,, „ფოტორეპორტაჟი“,  სლაიდ-შოუს მომზადება „მოწესრიგებული გარემო“.
6.      წარდგენა - პროექტის „გარემო და ჩვენ“  პრეზენტაცია (დაცვა).
პროექტის განხორციელების რისკები და შესაძლო ხარვეზები
▪ ტექნოლოგიური პრობლემა (ელექტრონერგიის ან  ინტერნეტ მომსახურების გათიშვა).
საჭიროები შემთხვევაში გამოვიყენებთ გენერატორს.
▪ მოწავლეთა მხრიდან გაცდენა ავადმყოფობის ან სხვა მიზეზით.
დავუკავშირდები ტელეფონით ან  სოციალური ქსელის მეშვეობით.
შეფასების მოკლე მონახაზი
პროექტის მსვლელობისას გამოვიყენებ განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტს-დაკვირვებას და სახალისო ტესტირებას დახურული შეკითხვებით.  საჭიროების შემთხვევაში მოვახდენ ჩარევას, რათა სწორად წარიმართოს პროცესი. პროექტის დასასრულს  მოსწავლეები შეავსებენ შეფასების კითხვარს, სადაც ისინი შეაფასებენ პროექტის მნიშვნელობას.
სხვა საკითხები

წინარე ცოდნა
მოსწავლეებს შეუძლიათ თანამშრომლობა და იციან გუნდური მუშაობის პრინციპები, მათ შეუძლიათ  კომპიუტერთან მუშაობა.
დიფერენცირებული სწავლება
მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები: მივცემ ნებას იყოს ლიდერი, შემომთავაზოს იდეები.
სპეციალური საჭიროებები: მივცემ დამატებით დროს და მითითებებს, გავითვალისწინებ მის უნარებს ჯგუფებად დაყოფის დროს.

სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები
 დაფა, ცარცი, თაბახის ფურცლები, მაგნიტური დაფა, მარკერი, პროექტორი,,  ბუკები,  დავალების ბარათები,
 ფერადი წებოვანი ფურცლები, ღიმილაკები, პოლიეთილენის ტომრები, ერთჯერადი ხელთათმანები.

ინტერნეტრესურსი